განცხადება საბანკო მომსახურებაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
საბნკო მომსახურეობაზე კონკურსის ჩატარების შესახებ
შუახევის მუნიციპალიტეტი აცხადებს კონკურსს შუახევის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯებისათვის (სახელფასო პროგრამის გარეშე) მომსახურე კომერციული ბანკის შესარჩევად.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
1. არ უნდა ხორციელდებოდეს პრეტენდენტის ლიკვიდაცია და არ უნდა მიმდინარეობდეს გაკოტრების ან სანაციის საქმე;
2. პრეტენდენტის ქონებაზე არ უნდა იყოს დადებული ყადაღა;
3. პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს შუახევის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო გადარიცხვების ელექტრონული სიტემის გამართვა, შემდგომი მომსახურება;
4. კონკურსში მონაწილე პრეტენდენტმა საკონკურსო წინადაებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
4.1. განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ რეკვიზიტების მითითებით;
4.2. ცნობა შესაბამისი საგადასახადო და სასამართლო ორგანოებიდან ადგილმდებარეობის მიხედვით, რომ არ ხორციელდება მისი ლიკვიდაცია და არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმე;
4.3. ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ მის ქონებას არ ადევს ყადაღა;
4.4. ელექტრონული ფოსტის მისამართი.
4.5. ხელშეკრულების პროექტი როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული ვერსია.
5. კონკურსში მონაწილე ბანკის საკონკურსო წინადადება უნდა მოიცავდეს (სასურველია არ შემოიფარგლებოდეს) ინფორმაციას შემდეგი საკითხების შესახებ:
5.1. მომსახურების ტარიფები;
5.2. ანგარიშზე დარიცხული სარგებელი არანაკლებ 10%-ისა;
5.3. მუნიციპალიტეტის თანამშრომელთა 70%-ის და მეტის პრეტენდენტის სახელფასო პროგრამაში ჩართვის შემთხვევაში − არანაკლებ 11%-სა.
პრეტენდენტის წინადადება აუცილებლად უნდა მოიცავდეს ამ წესის 5.1 და 5.2 პუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას. 5.3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგენლობა არ შეაფერხებს მთლიანი წინადადების განხილვას, წარმოდგენა კი არ წარმოშობს პრეტენდენტის სახელფასო პროგრამაში მუნიციპალიტეტის ჩართვის ვალდებულებას; კონკურსში მონაწილე კომერციული ბანკის საკონკურსო წინადადება და თანდართული დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნას მხოლოდ ქართულ ენაზე, ერთი დახურული კონვერტით 2017 წლის 21 დეკემბრის 1500 საათამდე შემდეგ მისამართზე: შუახევი, დაბა შუახევი, თამარ მეფის ქუჩა #30, შუახევის მუნიციპალიტეტის მერია, საკონკურსო კომისიის მდივანი.
საკონკურსო წინადადებები გაიხსნება 2017 წლის 21 დეკემბრის 1510 საათზე ზემოთ დასახელებულ მისამართზე.
საკონკურსო კომისია წარმოდგენილ წინადადებებს შეაფასებს და გამარჯვებულს გამოავლენს 2017 წლის 26 დეკემბრამდე.
გამარჯვებულ პრეტენდენტს კომისიის გადაწყვეტილება ეცნობება მის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტით ან წერილობით.
გამარჯვებულ კონკურსანტთან მერია ღებულობს მხოლოდ ბიუჯეტის მომსახურებაზე ხელშეკრულების დადების ვალდებულებას. სახელფასო პროგრამაზე ინფორმაციის წარმოდგენა არ გულისხმობს ავტომატურად სახელფასო პროგრამის მომსახურებაზე ხელშეკრულების დადების ვალდებულების წარმოშობას.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიეთ დაგვიკავშირდეთ:
კომისიის თავმჯდომარე – ანზორ ცეცხლაძე. მობ.: 599852050
კომისიის მდივანი – ჯიმშერ აბაშიძე. ტელ.: 0424 260039; მობ.: 599852011

შუახევის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯებისათვის მომსახურე კომერციული ბანკის შესარჩევი კონკურსის საკონკურსო პირობები და კონკურსის ჩატარების წესი

muxli 1. terminTa ganmarteba
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) კონკურსი – შუახევის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯებისათვის მომსახურე ბანკის შესარჩევი კონკურსი.
ბ) კომისია _ `შუახევის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯებისათვის მომსახურე ბანკის შესარჩევი კომისიის შექმნის შესახებ~ შუახევის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 6 დეკემბრის #06-1171 ბრძანებით შექმნილი კომისია;
გ) მერი _ შუახევის მუნიციპალიტეტის მერი;
გ) პრეტენდენტი _ კონკურსში მონაწილე ბანკი;
დ) წინადადება _ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო წინადადება;
ე) წინადადების გამოქვეყნება – კომისიის სხდომაზე კონკურსში მონაწილე პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადების გახსნა და ხმამაღლა წაკითხვა.
muxli 2. konkursis pirobebi
1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
1.1. არ უნდა ხორციელდებოდეს პრეტენდენტის ლიკვიდაცია და არ უნდა მიმდინარეობდეს გაკოტრების ან სანაციის საქმე;
1.2. პრეტენდენტის ქონებაზე არ უნდა იყოს დადებული ყადაღა;
2. პრეტენდენტმა წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
2.1. განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ რეკვიზიტების მითითებით;
2.2. ცნობა შესაბამისი საგადასახადო და სასამართლო ორგანოებიდან ადგილმდებარეობის მიხედვით, რომ არ ხორციელდება მისი ლიკვიდაცია და არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმე;
2.3. ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ მის ქონებას არ ადევს ყადაღა;
2.4. ელექტრონული ფოსტის მისამართი.
2.5 ხელშეკრულების პროექტი როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული ვერსია.
4. პრეტენდენტის წინადადება უნდა მოიცავდეს (სასურველია არ შემოიფარგლებოდეს) ინფორმაციას შემდეგი საკითხების შესახებ:
4.1. მომსახურების ტარიფები;
4.2. სახელფასო პროგრამის გარეშე ანგარიშზე დარიცხული სარგებელი არანაკლებ 10 %-ისა;
4.3. მუნიციპალიტეტის თანამშრომელთა 70%-ის და მეტის პრეტენდენტის სახელფასო პროგრამაში ჩართვის შემთხვევაში − არანაკლებ 11%-სა.
5. პრეტენდენტის წინადადება აუცილებლად უნდა მოიცავდეს ამ წესის 4.1 და 4.2 პუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას. 4.3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგენლობა არ შეაფერხებს მთლიანი წინადადების განხილვას, წარმოდგენა კი არ წარმოშობს პრეტენდენტის სახელფასო პროგრამაში მუნიციპალიტეტის ჩართვის ვალდებულებას;
6. პრეტენდენტის წინადადება მიიღება მხოლოდ ქართულ ენაზე.
7. პრეტენდენტებს უფლება აქვთ ღია ვაჭრობის წესით გაზარდონ მიმდინარე ნაშთზე სარგებლის დარიცხვის შეთავაზება. ვაჭრობა გაიმართება 2017 წლის 21 დეკემბერს 15:10 საათზე შუახევის მუნიციპალიტეტის შენობაში. ვაჭრობაში გამარჯვებულად ითვლება ის ბანკი, რომელიც ყველაზე მაღალ სარგებელს შესთავაზებს მიმდინარე ანგარიშის ნაშთზე ლარში და ექნება შემოთავაზებული ყველაზე უკეთესი ტარიფები და მომსახურების პირობები. ვაჭრობის ბიჯი განისაზღვრება 0.2%-ით. ამასთანავე, შემოთავაზებული სარგებლის გაზრდის შემთხვევაში არ უნდა გაიზარდოს სხვა განაკვეთები.

muxli 3. konkursis Catarebis wesi
1. კონკურსში მონაწილე პრეტენდენტმა კომისიას უნდა წარუდგინოს ქართულ ენაზე შედგენილი წინადადება და თანდართული დოკუმენტები ერთად, ერთ დახურულ კონვერტში, რომელიც ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უნდა იყოს პრეტენდენტის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ. ხელმოუწერელი წინადადებები კომისიის მიერ არ განიხილება და უბრუნდება პრეტენდენტს.
2. წინადადება და თანდართული დოკუმენტები კომისიას წარედგინება კონკურსის შესახებ გამოქვეყნებულ განცხადებაში მითითებულ დროსა და ადგილას.
3. წინადადებების მიღებასა და მათ რეგისტრაციას, მიღების თარიღისა და დროის მითითებით აწარმოებს კომისიის მდივანი.
4. წინადადება, რომელიც კომისიას წარედგინება კონკურსის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ, უარყოფილი იქნება და უბრუნდება პრეტენდენტს გაუხსნელად.
5. პრეტენდენტს უფლება აქვს წინადადების გამოქვეყნებამდე მიმართოს კომისიას წინადადების გატანის, ან მასში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
6. წინადადებები გამოქვეყნდება კონკურსის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებულ თარიღსა, დროსა და მისამართზე პრეტენდენტების წარმომადგენელთა მონაწილეობით. პრეტენდენტის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა არ არის საკონკურსო წინადადებების გამოქვეყნების გადადების საფუძველი.
7. წინადადების გამოქვეყნებისას გამოცხადდება პრეტენდენტის ვინაობა და მის მიერ წარმოდგენლი წინადადება.
8. წინადადებები, რომლებიც არ გამოქვეყნდება, არ იქნება მიღებული შემდგომი შეფასებისათვის.
9. წინადადებების გამოქვეყნების შემდეგ პრეტენდენტები აუქციონის პრინციპით იწყებენ ვაჭრობას – ანგარიშზე დასარიცხი სარგებლის გაზრდას (ბიჯი 0,2%). თუკი გამოქვეყნების შემდეგ პრეტენდენტები არ გამოთქვამენ ვაჭრობის სურვილს, მაშინ პრეტენდენტთა შეფასება მოხდება საწყისი წინადადებების მიხედვით. კომისია გამოქვეყნების დღეს იმავე სხდომაზე დაადგენს წინადადებების შეფასების ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 5 კალენდარულ დღეს წინადადებების გამოქვეყნების დღიდან.
10. წინადადებების შეფასების დროს აღმოჩენილი გაუგებრობების განმარტების მიზნით, კომისიას უფლება აქვს სთხოვოს პრეტენდენტს მის მიერ წარმოდგენილი პირობების დაზუსტება. თხოვნა დაზუსტების შესახებ და მასზე პასუხი უნდა იყოს წერილობითი ფორმით. პრეტენდენტის მიერ დაზუსტებული პირობა არსებითად არ უნდა ცვლიდეს მის მიერ წარმოდგენილ წინადადებას.
11. ყოველი პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება თითოეული კომისიის წევრის მიერ ფასდება ინდივიდუალურად, რაზედაც იგი წერს წერილობით დასკვნას. კომისიის წევრს უფლება აქვს ხმა მისცეს მხოლოდ ერთ პრეტენდენტს;
12. წინადადებების შეფასება მოხდება შემდეგი თანმიმდევრობით:
12.1 უპირველესად განიხილება და უპირატესობა მიენიჭება ამ წესის 4.2 პუნქტით გათვალისწინებულ სარგებელს.
12.2 თუკი 4.2 პუნქტით გათვალისწინებული სარგებელი იქნება თანაბარი, მაშინ განიხილება ამ წესის 4.3 პუნქტით გათვალისწინებული სარგებელი.
12.3 თუკი 4.2 და 4.3 პუნქტებით გათვალისწინებული სარგებელი იქნება თანაბარი, მაშინ განიხილება პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ისეთი პირობა, რომელიც გამომდინარეობს მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტის თანამშრომელთა ინტერესებიდან 9სახელფასო სესხის პირობები, ბანკომატების/ფილიალების/ სერვისცენტრების ქსელი).
13. გამარჯვებულად ჩაითვლება ის პრეტენდენტი, რომელიც მიიღებს კომისიის სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობას.
14. კომისიის მიერ პრეტენდენტების შეფასებისა და გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ დგება ოქმი, რომელიც დასამტკიცებლად წარედგინება მერს.
15. კონკურსის შედეგების შეჯამებისა და გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ ოქმის მერის მიერ დამტკიცებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში საკონკურსო პირობებისა და კონკურსში გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადებების გათვალისწინებით, გამარჯვებულ პრეტენდენტთან გაფორმდება ხელშეკრულება საბანკო მომსახურეობის შესახებ. ხელშეკრულება შედგენილი უნდა იყოს მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვით.
16. გამარჯვებულ პრეტენდენტთან დადებული ხელშეკრულება ძალაში შედის 2018 წლის 1 იანვრიდან.

2014 Powered By GB, ყველა უფლება დაცულია