მერი

ფრიდონა ფუტკარაძე

ფრიდონ ფუტკარაძე

დაიბადა 1976 წლის 4 აგვისტოს შუახევის რაიონში;

1993 წელს დაამთავრა შუახევის შოთა რუსთაველის სახელობის საშუალო სკოლა;

1998 წელს დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნის სპეციალობით;

1993­-1995 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას;

1995-­2004 წლებში ეკავა შუახევის რაიონის გამგეობის იურიდიული განყოფილების უფროსის თანამდებობა;

2004-­2005 წლებში მუშაობდა შუახევის რაიონული პროკურატურის გამომძიებლად; 2005­-2006 წლებში იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსი გამომძიებელი;

2006­-2012 წლებში მუშაობდა შსს­ს ხულოს რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე; 2012-­2014 წლებში ეკავა შსს­ს შუახევის რაიონული სამმართველოს უფროსის თანამდებობა;

2014-2017 წლის მარტამდე მუშაობდა ჯერ შსს­ს ქედის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის, შემდეგ კი სამმართველოს უფროსის თანამდებობებზე;

2017 წლიდან ბოლო პერიოდამდე იყო ჯერ შსს­ს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ხოლო შემდეგ ­ შსს­ს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს უფროსი; ჩაბარებული აქვს საქართველოს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა; გავლილი აქვს მოსამართლის თანაშემწის კურსი და ჩაბარებული აქვს შესაბამისი ტესტური გამოცდა; ფლობს რუსულ ენას;

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

 

 

2014 Powered By GB, ყველა უფლება დაცულია